⚠️ მორიგი დეზინფორმაცია მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად
ბოლო პერიოდში ვრცელდება ფოტო, სადაც წერია, რომ Himalaya არის ყალბი (FAKE), ხოლო Everest — ერთადერთი ორიგინალი.
ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
Himalaya არ არის Everest-ის ასლი. ეს არის დამოუკიდებელი ბრენდი, რომელიც მრავალი წელია წარმოდგენილია ევროპის ბაზარზე.
ჩვენ PopX-ში Himalaya-ს ვიღებთ ევროპელი მომწოდებლისგან, საფრანგეთიდან, რაც ადასტურებს პროდუქტის ორიგინალურობას.
❗ ბრენდის ყალბად გამოცხადება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.
თუ რომელიმე ბრენდის ყალბი ასლები არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ თავად ბრენდი ყალბია.
იგივე შეიძლება ითქვას Amsterdam-ზე, Rush-ზე, Jungle Juice-ზე და სხვა პოპულარულ ბრენდებზეც — მათი ასლები არსებობს, მაგრამ ეს არ ხდის ორიგინალურ ბრენდებს ყალბად.
📌 ყალბი პროდუქტი და დამოუკიდებელი ბრენდი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებებია.
ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ ფაქტებს და არა ხმამაღალ განცხადებებს.
შეამოწმეთ ინფორმაცია, სანამ მსგავს ინფორმაციას გამოქვეყნებთ.